Belive

იურგენ კლოპი რედ ბულში ფეხბურთის გლობალური ხელმძღვანელი გახდება

1 კვირის წინ ფეხბურთი
2 წთ

"ლივერპულის" და "დორტმუნდის" ყოფილი მთავარი მწვრთნელი, იურგენ კლოპი, ახალ, განსხვავებულ სამსახურს იწყებს. გერმანელი სპეციალისტი "რედ ბულში" ფეხბურთის გლობალური ხელმძღვანელი გახდება. აღნიშნული საქმიანობა კონკრეტულად მოიცავს კომპანიის გუნდებს, რომლებიცაა: "ლაიფციგი", "ზალცბურგი", "ნიუ იორკ რედ ბულსი", "ბრაგანტინო" და რამდენი სხვა გუნდი, კლოპი ყველა ამ გუნდს რეკომენდაციას გაუწევს მწვრთნელობის, მოთამაშეთა განვითარების და ტრანსფერების საკითხში. ის თავის საქმიანობას 2025 წლის 1 იანვრიდან შეუდგება.

იურგენ კლოპის კონტრაქტში ასევე აღნიშნულია ერთი მნიშვნელოვანი დეტალი, რომ თუ გერმანიის ეროვნული ნაკრების მწვრთნელობა იქნება შესაძლებელი, მხოლოდ ამ შემთხვევაში გაწყდება მას და "რედ ბულს" შორის თანამშრომლობა.

შეგახსენებთ, იურგენ კლოპის სამწვრთნელო კარიერა 2001 წელს "მაინცში" დაიწყო და 2008 წლამდე გაგრძელდა, შემდეგ იყო "დორტმუნდი" 2008-2015 წლებში, ბოლოს კი "ლივერპული" 2015-2024 წლებში.

გერმანელი სპეციალისტი დორტმუნდის "ბორუსიასთან" ერთად 2-ჯერ გახდა გერმანიის ჩემპიონი, ერთხელ თასი მოიგო, ხოლო ასევე 2-ჯერ გერმანიის სუპერთასი. მისი საუკეთესო პერიოდი "ლივერპულში" იყო, თითო-თითოჯერ მოიგო, ჩემპიონთა ლიგა, პრემიერ ლიგა, FA CUP, ინგლისის სუპერთასი, უეფას სუპერთასი, საკლუბო მსოფლიო თასი, 2-ჯერ კი ინგლისის ლიგის თასი მოიგო. ასევე ინდივიდუალურ ჯილდოებს თუ გადავხედავთ, 2-ჯერ გაიმარჯვა მსოფლიოს საუკეთესო მწვრთნელის ნომინაციაში.