ლივერპულმა სობოსლაის ტრანსფერი დაადასტურა
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
უნგრეთის ეროვნული ნაკრების ნახევარმცველი, დომინიკ სობოსლაი ,,ლივერპულმა'' გაიფორმა. ინფორმაციას ,,მერსისაიდელთა'' ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.
,,ლაიფციგიდან სობოსლაი გავიფორმეთ. ფეხბურთელმა, ასევე, დიდი ბრიტანეთისგან სამუშაო ნებართვა მიიღო,'' - წერია გუნდის განცხადებაში.
უნგრელმა გუნდთან 5-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი და 8-ნომრიანი მაისურით ითამაშებს:
,,ისტორიულ გუნდში ვითამაშებ. ძალიან ბედნიერი ვარ. მინდა ვუთხრა ,,ლივერპულის'' ქომაგებს, რომ მათთან ,,ენფილდზე'' შეხვედრას მოუთმენლად ველი,'' - თქვა სობოსლაიმ.
სობოსლაიმ გასულ სეზონში ,,ლაიფციგის'' მაისურით ჩატარებულ 46 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა და 13 საგოლე გადაცემა მიითვალა.