"ალისონის ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ვვარაუდობდით" - არნე სლოტი
1 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ხვალ, ლივერპული პრემიერ ლიგის მორიგ შეხვედრას გამართავს, მათი მეტოქე ბრენტფორდი იქნება, მატჩი 23:00 საათზე დაიწყება. არნე სლოტმა პრესკონფერენცია გამართა და ტრავმირებულ მოთამაშეებზე ისაუბრა.
ხვალ, ალისონი განაცხადში არ იქნება. მისი ტრავმა იმაზე სერიოზული აღმოჩნდა, ვიდრე ვვარაუდობდით და მკურნალობა გარკვეული დროით მეტხანს მოუწევს. ჯერემი ფრიმპონგს ბარძაყის კუნთის ტრავმა აქვს და მის გამოჯანმრთელებას ასევე გარკვეული დრო სჭირდება, ალექსანდრ ისაკის თამაშიც კითხვის ნიშნის ქვეშაა, ასევე იგივე შეიძლება ითქვას რაიანზეც. - არნე სლოტი - ლივერპულის მთავარი მწვრთნელი
ლივერპული პრემიერ ლიგის ცხრილში 15 ქულით მე-3 ადგილზეა (5 მოგება, 3 მარცხი).