Belive

ლივერპულმა სანდერლენდი დაამარცხა - მამარდაშვილი ძირითად შემადგენლობაში იყო

6 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულმა სეზონისწინა მოსამზადებელი ეტაპის ფარგლებში პირველი ამხანაგური შეხვედრა სანდერლენდთან გამართა და მეტოქეს 4:2 მოუგო. მატჩი ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო გიორგი მამარდაშვილმა და 67-ე წუთზე ფრედერიკ ვუდმენმა შეცვალა.

ქართველ მეკარეს სანდერლენდის წინააღმდეგ 1 მოგერიება ჰქონდა, ბურთს 25-ჯერ შეეხო, 16 გადაცემიდან კი 11 ზუსტად შეასრულა.

გიორგი მამარდაშვილის შეფასება:

  • Sofascore: 6.1

  • Flashscore: 5.9

ლივერპულის მომდევნო შეხვედრები ასე გამოიყურება:

  • 30 ივლისი - ვრექსემი

  • 3 აგვისტო - ლიდსი

  • 9 აგვისტო - მონაკო

  • 16 აგვისტო - კომო

სხვა სტატიები