"ჰადერსფილდთან" გამარჯვების შემდეგ "ლივერპულმა" 91 ქულა მოაგროვა რითიც პრემიერლიგაში "მანჩესტერ იუნაიტედის" საუკეთესო სეზონში ნაჩვენები შედეგი გააუმჯობესა. 1999/2000 წლების სეზონში სერ ალექს ფერგიუსონის შეგირდებმა 88 ქულა მოაგროვეს ბურთების შეფარდებაში კი +52 დააფიქსირეს და ამ შედეგით პრემიერლიგაც მოიგეს. "ლივერპულს" 2 ტურით ადრე 91 ქულა და ბურთების შეფარდება +64 აქვს თუმცა "მანჩესტერ სიტის" წყალობით მათი ჩემპიონობა დიდი კითხვის ნიშნის ქვეშ დგა.