Belive

ლივერპულმა იუვენტუსიდან იჯარით არტური გაიფორმა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ტურინის ,,იუვენტუსის'' ნახევარმცველი, არტური ,,ლივერპულში'' ითამაშებს. ინფორმაციას ,,მერსისაიდელთა'' ოფიციალური ვებგვერდი ავრცელებს.

ბრაზილიელი ინგლისურმა გუნდმა სეზონის ბოლომდე იჯარით გაიფორმა.

,,აქ ყოფნით ძალიან, ძალიან ბედნიერი ვარ. ეს ახდენილი ოცნებაა. ჩვენ ბევრი ვისაუბრეთ და ხედვები და იდეები ერთმანეთს დაემთხვა, ამიტომ, დარწმუნებული ვარ, რომ სწორი გადაწყვეტილება მივიღე,'' - განაცხადა არტურმა.

არტური ,,იუვენტუსში'' 2020 წელს გადავიდა. გასულ სეზონში 26 წლის ფეხბურთელმა ,,ბებერი ქალბატონების'' მაისურით ჩატარებულ 31 შეხვედრაში 1 საგოლე გადაცემა მიითვალა.

სხვა სტატიები