ალისონი, ტრენტი, ჟოტა - ფინალურ მატჩს ლივერპული დიდი დანაკლისით ხვდება
ინგლისის ლიგის თასის ფინალში, "ჩელსისა" და "ლივერპულის" დაპირისპირება შედგება. ფინალური მატჩი 25 თებერვალს, თბილისის დროით 19:00 საათზე გაიმართება.
პრინციპული დაპირისპირების წინ, მერსისაიდული გრანდის ლაზარეთიდან უსიამოვნო ინფორმაცია ვრცელდება. ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, "ჩელსის" წინააღმდეგ ალისონს, დიოგუ ჟოტასა და კურტის ჯონსს ვერ ვიხილავთ. იურგენ კლოპმა ასევე დაადასტურა, რომ არც ტრენტ ალექსანდრ-არნოლდი და დომინიკ სობოშლაი არიან სათამაშოდ მზად.
შეგახსენებთ, კურტის ჯონსმა და დიოგუ ჟოტამ ტრავმა "ბრენტფორდთან" გამართულ მატჩში მიიღეს - განსაკუთრებით მძიმე პორტუგალიელის ტრავმაა, რომელიც მოედნიდან საკაცით გაიყვანეს. ჩატარებული გამოკვლევების შედეგად კი დადგინდა, რომ ჟოტა მოედანზე გასვლას მინიმუმ 1 თვე ვერ შეძლებს.
🚨🔴 Liverpool manager Jurgen Klopp on injury list.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) February 20, 2024
🇵🇹 “Diogo Jota knee issue, ruled out — with him it will take more than a month”.
🇧🇷 “Alisson with a muscle injury, ruled out”.
🏴 “Curtis with a bone ligament issue, ruled out”.
🏴🇭🇺 “Trent and Szoboszlai, not ready yet”. pic.twitter.com/EMPKbKnZrY