Belive

ლივერპულმა 150-მილიონიანი შეთავაზება დაბლოკა - ალ იტიჰადი სალაჰის სანაცვლოდ რეკორდულ თანხას იხდის

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ალ იტიჰადი'' ,,ლივერპულის'' შემტევის, მოჰამედ სალაჰის ტრანსფერზე მუშაობას განაგრძობს. 

Sky Sports-ის ინფორმაციით, დღეს არაბულმა გუნდმა ,,მერსისაიდელებს'' ფეხბურთელის სანაცვლოდ 150 მილიონი ფუნტი შესთავაზა, თუმცა ,,ლივერპულისგან'' უარი მიიღო.

როგორც Sky Sport-ის წერს, ,,ალ იტიჰადის'' შემდეგი შეთავაზება რეკორდული, 200 მილიონი ფუნტი იქნება.

არაბულ კლუბში გადასვლის შემთხვევაში, სალაჰი წელიწადში ხელფასის სახით 80 მილიონ ევროს მიიღებს.

მიმდინარე სეზონში 31 წლის ფეხბურთელის ანგარიშზე ,,ლივერპულის'' მაისურით ჩატარებულ 3 შეხვედრაში 1 გოლი და 2 საგოლე გადაცემაა.

 

სხვა სტატიები