Belive

ლივერპულის შემადგენლობაში ჯერარდის ბიძაშვილმა გაიტანა

5 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
მერსისაიდულმა "ლივერპულმა" ჩემპიონთა ლიგის მოგების შემდეგ პირველი მატჩი ჩაატარა. 2019-20 წლების სეზონის მოსამზადებელ პირველ ამხანაგურ შეხვედრაში, იურგენ კლოპის მომზადებულმა გუნდა ინგლისის მესამე ლიგის კლუბი "ტრანმირი" 6:0 გაანადგურა. აღსანიშნავია, რომ კლოპმა ძირითადი შემადგენლობის მხოლოდ რამდენიმე მოთამაშე გამოიყვანა. ძირითადად კი ახალგაზრდებით შეძლო მეტოქის დამარცხება. "ლივერპულის" შემადგენლობაში ბოლო, მე-6 ბურთი 17 წლის ბობი დანკანმა გაიტანა. დანკანისთვის ეს ძირითად გუნდში სადებიუტო თამაში და გოლი აღმოჩნდა. აღსანიშნავია, რომ ინგლისელი ფეხბურთელი ლეგენდარული სტივენ ჯერარდის ბიძაშვილია. "ლივერპული" სეზონის დაწყებამდე კიდევ 6 ტესტ-მატჩს ჩაატარებს.

სხვა სტატიები