ლივერპულის ფანებს სურთ, რომ ლეგენდების მატჩში გუნდის მწვრთნელი სვენ-გორან ერიქსონი იყოს
,,ლივერპულის'' ფანებმა წამოიწყეს კამპანია, რომლის ფარგლებშიც კლუბის ხელმძღვანელობას მოუწოდებენ, რომ მარტში, ,,აიაქსის'' ლეგენდებთან შეხვედრაში, მათ გუნდს სვენ-გორან ერიქსონმა უთავკაცოს.
შვედმა სპეციალისტმა რამდენიმე დღის წინ განაცხადა, რომ სიმსივნის გამო სულ ერთი წლის სიცოცხლე დარჩა. მან ასევე თქვა, რომ მთელი ცხოვრება ,,ლივერპულს'' გულშემატკივრობდა და ყოველთვის უნდოდა, ,,მერსისაიდელთა'' მწვრთნელი ყოფილიყო.
,,მამაჩემი დღემდე ლივერპულს ქომაგობს და მეც ამ გუნდის გულშემატკივარი ვარ!
ასე რომ, ყოველთვის მინდოდა ამ კლუბის მთავარი მწვრთნელი გავმხდარიყავი... ეს ნამდვილად აღარ მოხდება, მაგრამ მაინც მერსისაიდელთა ფანი ვარ.'' - სვენ-გორან ერიქსონი
ინგლისური გუნდის გულშემატკივრების კამპანიას დღეს სპეციალისტი თავად გამოეხმაურა და დასმულ შეკითხვას, უხელმძღვანელებდა თუ არა ,,ლივერპულს ლეგენდების მატჩში, უპასუხა: ,,რა თქმა უნდა... ეს ხომ ჩემი ოცნებაა!''
,,ლივერპულისა'' და ,,აიაქსის'' ლეგენდების შეხვედრა 23 მარტს, ,,ენფილდზე'' გაიმართება.
'That would be my dream!'
— Good Morning Britain (@GMB) January 15, 2024
After Sven-Goran Eriksson said he 'always wished to be the manager of Liverpool', supporters have backed the idea of the 75-year-old managing the LFC Legends side in a charity home match against Ajax in March. pic.twitter.com/dsAY9TfUJb