Belive

ლივერპული სალაჰის გაყიდვას არ აპირებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბოლო დღეებში ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არაბული კლუბი "ალ იტიჰადი" "ლივერპულის" შე,ტევის მოჰამედ სალაჰის შეძენით ინტერესდებოდა. აღსანიშნავია, რომ უცხოური მედიის ცნობით ეგვპიტელ შემტევ კრიშტიანუ რონალდუს ფინანსური რეკორდის დამხობაც სურდა. "ალ იტიჰადის" მენეჯმენტი მედიასთან განცხადებებში იმასაც აღნიშნავდა, რომ თვალისმომჭრელ ხელფასთან ერთად, სალაჰის გულის მოგებას ის ფაქტიც განაპირობებს, რომ მო მუსლიმურ ქვეყანაში იცხოვრებს. 

გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, არაბული კლუბის ხელმძღვანელები, სალაჰს ხელფასის სახით 79 მილიონ ფუნტს სთავაზობდნენ. თუ ტრანსფერი შედგებოდა, საუდის არაბეთის ლიგის ყველაზე ძვირადღირებული გარიგებაც ეს იქნებოდა.

 

თუმცა, ცოტა ხნის წინ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მერსისაიდელები მოჰამედ სალაჰის გაყიდვას არ აპირებენ. ფაბრიციო რომანოს თქმით, ინგლისელებმა არაბულ მხარეს მკაფიოდ განუმარტეს მათი პოზიცია.

ამასთან დაკავშირებით გუნდის მთავარმა მწვრთნელმაც ისაუბრა:

მო 100%-ით "ლივერპულის" ერთგულია. აქ არაფერია სალაპარაკო. - განაცხადა იურგენ კლოპმა.

სხვა სტატიები