ლივერპული ენფილდზე გამოსამშვიდობებელ მოზაიკას ამზადებს
"ლივერპულმა" ენფილდზე უკვე მოამზადა სპეციალური მოზაკის კონტური, რომელსაც ხვალ ფანები გაშლიან. კლუბი მერსესაიდული ეპოქის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს თავს ხურავს, რადგან მათი მთავარი მწვრთნელი პრემიერლიგის ბოლო ტურში, გუნდს "ვულვზის" წინააღმდეგ ბოლოჯერ გაწრთვნის. იურგენ კლოპი ლივერპულში 8-წლიან კარიერას დაასრულებს.
"მადლობა, იურგენ" (DANKE JURGEN) - უზარმაზარი მოზაიკით სწორედ ეს სიტყვები იქნება აწყობილი და გულშემატკვირები ლეგენდარულ მწვრთნელს სწორედ ასე გამოემშვიდობებიან.
Mosaics in place for Anfield tomorrow.
— James Pearce (@JamesPearceLFC) May 18, 2024
‘Danke Jurgen YNWA’ pic.twitter.com/kSr77uD3Qb
ენფილდზე ყოფნის დროს, გერმანელმა მწვრთნელმა კლუბს ჩემპიონთა ლიგის მეექვსე თასი 2018/19 წლების სეზონში მოაგებინა. რაც მას ყველაზე მეტად გამოარჩევს ისაა, რომ სამი ათწლეულის განმავლობაში ნანატრი პრემიერლიგის ტიტული მოუტანა გუნდს. კლოპის ბოლო სეზონში ლივერპულმა კარაბაოს თასი მოიიგო - ფინალში ჩელსის დამარცხებით.