Belive

ლივერპული ძველ და ყველასთვის ნაცნობ სპონსორს დაუბრუნდა

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად: "ლივერპული" და ადიდასი კვლავ გაერთიანდნენ და მრავალწლიან კონტრაქტს მოაწერეს ხელი, ინფორმაციას მერსისაიდული გუნდი აქვეყნებს. კონტრაქტი 2025 წლის 1 აგვისტოდან აიღებს სათავეს.

აქამდე, ლივერპულელები აღნიშნული კომპანიის ეკიპირებას 1985 წლიდან 1996 წლამდე და 2006-დან 2012 წლამდე ირგებდნენ. მათი თანამშრომლობის პერიოდში ყველაზე დასამახსოვრებელი სამი ხაზი იყო, რომელიც ადიდასისთვის არის დამახასიათებელი.

კონკრეტულ ფორმებთან დაკავშირებულ სხვა დეტალებს, როგორც ადიდასის, ასევე ლივერპულის გვერდები უახლოეს მომავალში გამოაქვეყნებენ.

სხვა სტატიები