"ერთხელ ვთქვი, რომ თუ ფეხბურთელში 100 მილიონ ევროს გადავიხდიდი, გუნდიდან წავიდოდი" - იურგენ კლოპი
4 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ლივერპულის ყოფილი მთავარი მწვრთნელი იურგენ კლოპი, მერსისაიდული გუნდის ბოლო დროს განხორციელებულ საკმაოდ ძვირადღირებულ ტრანსფერს გამოეხმაურა. შეგახსენებთ, რომ ლივერპულმა ფლორიან ვირცი დაახლოებით 140 მილიონ ევროდ შეიძინა, აღნიშნულ შენაძენზე კი კლოპმა თავისი აზრი გამოთქვა, გერმანელი სპეციალისტი ტრანსფერს იმედიანად ვერ უყურებს.
ეჭგვარეშეა, რომ ძალიან დიდ თანხასთან გვაქვს საქმე და ყველანი ვთანხმდებით, რომ შესანიშნავ მოთამაშეზე ვსაუბრობთ. ვიცი, რომ ერთხელ ვთქვი, რომ თუ ფეხბურთელში 100 მილიონ ევროს გადავიხდიდი, გუნდიდან წავიდოდი, მაგრამ სამყარო იცვლება და ეს სატრანსფერო ბაზარზეც აისახა.
თუ გინდა უმაღლეს დონეზე თამაში, აუცილებლად უნდა ეცადო, რომ ფეხბურთელები მსოფლიოს სხვადასხვა ადგილებში მოიძიო.
რაც შეეხება ვირცს, ზუსტად არ ვიცი, არნე ფლორიანისთვის რომელ პოზიციას განიხილავს. ის შესანიშნავი მოთამაშეა, რომელსაც შეუძლია ნებისმიერ კლუბს რაიმე შესანიშნავი შესძინოს, მაგრამ შეძლებს თუ არა ინგლისის მოქმედი ჩემპიონების გაუმჯობესებას, ჯერ კიდევ გასარკვევია. - იურგენ კლოპი
Liverpool could repeat move Jurgen Klopp called 'insane' and unlock next phase of Arne Slot plan#LFC https://t.co/SnGlZwf0z4
— Liverpool FC News (@LivEchoLFC) July 15, 2025