ლიონს 5 მატჩია არ მოუგია | რა შეფასება დაიმსახურა მიქაუტაძემ ნანტთან?
საფრანგეთის ლიგა 1-ის მე-19 ტურში, "ნანტმა" "ლიონს" უმასპინძლა და შეხვედრა ფრედ, 1:1 დასრულდა. ლიონმა კიდევ ერთი უფერული მატჩი ჩაატარა, საერთო ჯამში, ყველა ტურნირზე, გუნდი უკვე მეხუთე შეხვედრაში ვერ იგებს.
ანგარიში მე-10 წუთზე სტუმრებმა, ერნესტ ნუამას გოლით გახსნეს. შეხვედრა გამარჯვებამდე მიჰყავდათ, თუმცა 90-ე წუთზე ნანტმა ლიონს 3 ქულა ამოაცალა, ანგარიში მუსტაფა მოჰამედმა გაათანაბრა.
უკვე დიდი ხანია, გიორგი მიქაუტაძე ლიგა 1-ში ძირითადი შემადგენლობიდან არ იწყებს, ახლაც ასე მოხდა, ქართველი თამაშში 64-ე წუთზე ჩაერთო, მან ლაკაზეტი შეცვალა. დაახლოებით 25 წუთის განმავლობაში, გიორგის დიდი მომენტი არ ჰქონია. მიქაუტაძე მხოლოდ 15-ჯერ შეეხო ბურთს და 7-დან 4 ზუსტი პასი გააკეთა. sofascore-ის ვერსიით გიორგიმ 6.6 ქულა დაიმსახურა, whoscored-მა კი ქართველს 6.0 დაუწერა.
ლიონი 30 ქულით ჩემპიონატის მე-6 პოზიციაზე იმყოფება, მომავალ შეხვედრას კი სტუმრად, "მარსელის" წინააღმდეგ ჩაატარებს.