Belive

ლიონის მთავარ მწვრთნელად ფაბიო გროსო დაინიშნა

7 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის ეროვნული ნაკრების ყოფილი მცველი, ფაბიო გროსო ,,ლიონის'' მთავარი მწვრთნელი გახდა.

45 წლის სპეციალისტმა ფრანგულ გუნდთან კონტრაქტი 2024 წლის ზაფხულამდე გააფორმა. ხელშეკრულება თანამშრომლობის კიდევ ერთი წლით გახანგრძლივებასაც ითვალისწინებს.

გროსოს 2007-2009 წლებში სწორედ ,,ლიონის'' ღირსებას იცავდა.

კარიერის დასრულების შემდეგ იტალიელი რამდენიმე გუნდს, მათ შორის ,,ბარის'', ,,ვერონას'', ,,ბრეშას'', შვეიცარიულ ,,სიონსა'' და ,,ფროზინონეს'' წვრთნიდა.

საფრანგეთის ლიგა 1-ის 4 ტურის შემდეგ, ,,ლიონს'' 1 ქულა აქვს და სატურნირო ცხრილის ბოლო ადგილზეა.

სხვა სტატიები