Belive

გიორგი მიქაუტაძის შეფასება ლიონის წინააღმდეგ

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის 23-ე ტურის მატჩში გიორგი მიქაუტაძის "მეცი" "ლიონს" დაუპირისპირდა. ქართველი ფეხბურთელის გუნდმა შეხვედრა 1:2 წააგო.

პირველი გოლი მე-13 წუთზე შესანიშნავი მოქმედების შემდეგ გიორგი მიქაუტაძემ გაიტანა და თავისი გუნდი დააწინაურა. ლიონმა კი ჯერ 46-ე წუთზე გაათანაბრა, მე-60 წუთზე კი წინ გავიდა და მატჩის საბოლოო ანგარიშიც დააფიქსირა.

ქართველი ფეხბურთელი ძირითად შემადგენლობაში იყო და შეუცვლელად ითამაშა. Sofascore-მა გიორგი მიქაუტაძეს 7.5 შეფასება დაუწერა, რაც თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო იყო. "მეცის" ფორვარდმა კარში 1 ბურთი დაარტყა და გაიტანა, 1 კი დაუბლოკეს. ბურთს 41-ჯერ შეეხო, პასების სიზუსტე 19-დან 14 (74%), სათამაშო 12 ორთაბრძოლიდან 8-ში გამარჯვებული დარჩა, მისი 8 შესრულებული დრიბლინგიდან 4 წარმატებული იყო.

Whoscored-მაც 7.5 შეფასება დაუწერა ქართველ ფორვარდს და მათი მონაცემების მიხედვითაც თავისი გუნდის რიგებში საუკეთესო შეფასებაა.

სხვა სტატიები