Belive

ლიონის მორიგი მარცხი - რა შეფასება დაიმსახურა გიორგი მიქაუტაძემ?!

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ლიგა 1-ის 2024/25 წლების სეზონი "ლიონისთვის" წარუმატებლად დაიწყო. პირველ ტურში "რენთან" განცდილი მარცხის (3:0) შემდეგ, "ლიონი" საკუთარ მოედანზე "მონაკოსთან" დამარცხდა (0:2) და რაც ყველაზე საგანგაშოა, მასპინძლებმა ამჯერადაც ვერ შეძლეს გოლის გატანა.

ორ ტურში გაშვებული 5 გოლის ფონზე, გიორგი მიქაუტაძესა და "ლიონის" შემტევებს მეტოქის კარის აღება უჭირთ - მათი არც ისე დამაჯერებელი თამაში კი სტატისტიკაშიც შესაბამისად აისახება.

გიორგი მიქაუტაძე სათადარიგოთა სკამზე იჯდა, მაგრამ თანაგუნდელის დაშავების შემდეგ, მოედანზე მე-17 წუთზე შევიდა და დარჩენილი დრო შეუცვლელად ითამაშა. Flashscore-მ ქართველი შემტევის თამაში 6.3 ქულით შეაფასა. Whoscored-ზე მიქაუტაძემ ასევე 6.3 ქულით შეფასება დაიმსახურა, Sofascore-მ კი მიქაუტაძეს 5.99 დაუწერა.

ლიგა 1-ის მესამე ტურის მატჩს "ლიონი" 30 აგვისტოს "სტრასბურგის" წინააღმდეგ გამართავს.

სხვა სტატიები