Belive

ლიონი Vs. მარსელი | ფაბიო გროსომ მძიმე დაზიანება მიიღო

5 თვის წინ ფეხბურთი
2 წთ

"მარსელსა" და "ლიონს" შორის გასმართი პრინციპული შეხვედრა არეულობის გამო გადაიდო.

"სტად ველოდრომისკენ" მიმავალ "ლიონის" ავტობუსს, წინ "მარსელის" ულტრასები გადაუდგნენ და დიდი ზომის ქვები დაუშინეს. სახის არეში, დაზიანება მიიღეს ფაბიო გროსომ და მისმა ასისტენტმა, რაფაელე ლონგომ.

მომხდარს საფრანგეთის სპორტის მინისტრი გამოეხმაურა. მისი თქმით, ამჟამად 7 ადამიანია დაკავებული.

"სამწუხაროდ, მსგავსი რამ მარსელში ყოველ წელს ხდება. სამართალდამცავები ამ საკითხს უფრო მეტი სერიოზულობით უნდა მიუდგნენ, რათა მომავალში, უფრო დიდი ტრაგედია ავირიდოთ თავიდან", - ვკითხულობთ "ლიონის" განცხადებაში.

"ლიონის" პრეზიდენტის თქმით, გროსოს თავიდან საუბარიც კი არ შეეძლო.

"უზომოდ გაბრაზებული ვარ. ჩვენი ფეხბურთელები და მწვრთნელები ფეხბურთის სათამაშოდ ემზადებოდნენ, ამ დროს კი, ფანჯარა ჩაიმსხვრა და გროსოს თვალთან სხვადასხვა საგნები, მათ შორის ლუდის ბოთლებიც მოხვდა".

მოგვიანებით, "ლიონმა" საკუთარ Twitter-ზე ფოტო გაავრცელა, სადაც გროსო და ფეხბურთელები, საკუთარ გულშემატკივარს, მადლობას უხდიდნენ.

"მარსელის" პრეზიდენტის, თქმით, მსგავსი ტიპის თავდასხმები" აბსოლუტურად მიუღებელია.

პირველ რიგში, ფაბიო გროსოზე მეფიქრება - ადამიანზე, რომელსაც პირადად ვიცნობ და დიდ პატივს ვცემ. - პაბლო ლონგორია

მომხდარს "მარსელის" ოფიციალური ვებგვერდიც გამოეხმაურა. ფრანგულმა გუნდმა დაგმო მომხდარი და 2006 წლის მსოფლიო ჩემპიონს გამოჯანმრთელება უსურვა.

ჯერჯერობით უცნობია, თუ როდის გაიმართება გადადებული მატჩი.

აქვე გეტყვით, რომ "ლიონს" მიმდინარე სეზონში ისევე არასახარბიელოდ აქვს საქმე, რამდენადაც ამსტერდამის "აიაქსს": 9 შეხვედრის შემდეგ, 3 ნათამაშები ფრით და 6 მარცხით, ფრანგული კლუბი ბოლო ადგილს იკავებს. რაც შეეხება "მარსელს", იგი ამჟამად მე-9 პოზიციაზეა.

სხვა სტატიები