Belive

ლიონის მწვრთნელი მიქაუტაძეს მკაცრად ესაუბრა

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ჩემპიონატის მე-6 ტურში "ლიონმა" "ტულუზას" სტუმრად, დიდი გაჭირვებით მოუგო (1:2). ლიონმა 2 გოლი ისე გაიტანა, რომ კარის ჩარჩოში ბურთი მხოლოდ ერთხელ, 95-ე წუთზე დაარტყეს, ერთი გოლი კი ტულუზას ფეხბურთელმა საკუთარ კარში ჩაჭრა. მატჩის შემდეგ ლიონის მთავარმა მწვრთნელმა, პიერ საჟიმ მიქაუტაძის მშრალ სერიაზე ისაუბრა.

თუ გიორგი 200-ჯერ ნათქვამს ვერ გაიგებს, 201-ედ გავუმეორებ, რომ გუნდის ინტერესები პირველ ადგილას უნდა დააყენოს. უნდა ითამაშოს ერთობლივი პრესინგი და უკანაც ხშირად ჩამოვიდეს.

საუბრის შემდეგ შეიცვალა, გიორგი განსაკუთრებით მეორე ტაიმში მომეწონა, მან შესანიშნავად იმუშავა დაცვაში. შეეძლო გოლის გატანა, პირველ ტაიმში, კუთხურიდან თავური დარტყმით, თუმცა გოლებიც მალე მოვა. მე ვენდობი ფეხბურთელებს, რომლებიც სწორი მიმართულებით ვითარდებიან და აზროვნებენ. - განაცხადა პიერ საჟიმ

შეგახსნებთ, რომ მიქაუტაძემ ტულუზასთან შეხვედრა ძირითად შემადგენლობაში დაიწყო, თუმცა სადებიუტო გოლი ჯერ კიდევ არ გაუტანია. ქართველი 68-ე წუთზე ლაკაზეტიმ შეცვალა. ლიონს 6 ტურის შემდეგ 7 ქულა აქვს და მე-11 ადგილზე იმყოფება.

სხვა სტატიები