Belive

ლიონი ლიგა 2-ში დაქვეითდა

5 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ფინანსური პრობლემების გამო, ლიონი საფრანგეთის უმაღლესი ლიგიდან დააქვეითეს.

დღეს კონტროლისა და მართვის ეროვნულმა საბჭომ კლუბის ფინანსური მდგომარეობა განიხილა. შეხვედრას კლუბის პრეზიდენტი, ჯონ ტექსტორიც ესწრებოდა.

ლიონი გასული წლის ნოემბერში გააფრთხილეს, რომ თუ გუნდი სიტუაციას ვერ გამოასწორებდა, დაქვეითება ემუქრებოდა.

როგორც ფრანგულ მედიაში იწერება, ტექსტორის არგუმენტები საკმარისი არ აღმოჩნდა და საბჭომ ლიონის დაქვეითების გადაწყვეტილება მიიღო. კლუბს აპელაციის უფლება აქვს.

რამდენიმე თვის წინ, ცნობილი გახდა, რომ ლიონის ვალი დაახლოებით ნახევარ მილიარდ ევროს შეადგენს.

სხვა სტატიები