"ის ლიონის ლიდერი უნდა გამხდარიყო, მაგრამ..." - ტოლისო მიქაუტაძეზე
3 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
სატრანსფერო ფანჯრის უკანასკნელ დღეს ვილიარეალმა 35 მილიონი ევროს სანაცვლოდ გიორგი მიქაუტაძე შეიძინა.
მიქაუტაძე მშობლიურ კლუბში თამაშობდა და ალექსანდრ ლაკაზეტის წასვლის შემდეგ, ლიონის ერთპიროვნული ლიდერიც უნდა გამხდარიყო - აღნიშნულიდან გამომდინარე, ტრანსფერი ბევრისთვის მოულოდნელი იყო, მაგრამ მძიმე ფინანსურ მდგომარეობაში მყოფ ლიონს სხვა გამოსავალი არ ჰქონდა.
გიორგი მიქაუტაძის ტრანსფერს ლიონის ერთ-ერთი ვარსკვლავი, კორენტინ ტოლისო გამოეხმაურა, რომელმაც გაკვირვება ვერ დამალა. ტოლისოს ინტერვიუს Goal.com ავრცელებს.
როდესაც საწვრთნელ ბაზაზე გამოსამშვიდობებლად მოვიდა, უხასიათოდ იყო. მარსელთან მატჩის მსვლელობისას ვხედავდი, როგორ ემშვიდობებოდნენ ფანები. მიქაუტაძე ბრწყინვალე ადამიანია - სეზონი მშვენივრად დაიწყო, მასთან ერთად გაცილებით ძლიერები ვიყავით და მიკვირს რომ დაგვტოვა. ამ სეზონში მიქაუტაძე ლიონის ერთპიროვნული ლიდერი უნდა გამხდარიყო. - კორენტინ ტოლისო.
ვილიარეალში მიქაუტაძემ 9-ნომრიანი მაისური მოირგო და კერამიკაზე მისი დებიუტი დიდი ალბათობით, 21 სექტემბერს, ოსასუნასთან მატჩში შედგება. 14 სექტემბერს კი ვილიარეალს გასვლითი მატჩი ატლეტიკოს წინააღმდეგ აქვს ჩასატარებელი.