Belive

სკალონი: "არგენტინა თამაშობს გულშემატკივრებისთვის, ოჯახებისთვისა და საკუთარი ქვეყნისთვის..."

1 წლის წინ ფეხბურთი
3 წთ

2022 წლის მუნდიალი დასკვნით ფაზაში შევიდა. 13 დეკემბერს პირველი ნახევარფინალური მატჩი გაიმართება, სადაც არგენტინის ნაკრები 2018 წლის მსოფლიო ჩემპიონატის ვიცე-ჩემპიონს, ხორვატიის ნაკრებს დაუპირისპირდება.

არგენტინის ეროვნული ნაკრების მწვრთნელმა - ლიონელ სკალონიმ და მარცხენა მცველმა - ნიკოლას ტალიაფიკომ, ხორვატიასთან მატჩის წინ პრესკონფერენციაზე, მოახლოვებულ მატჩზე ისაუბრეს.

"მესი არის ის, ვინც განსაკუთრებულ უპირატესობას გვაძლევს. როდესაც მესისთან ერთად ვართ მოედანზე, ეს არის მოტივაციისა და დიდი დახმარების გრძნობა. ყველაზე ლამაზი ის არის, რომ ჩვენ ვცდილობთ ჩვენი ოცნებების ასრულებას მესისთან ერთად" - ნიკოლას ტალიაფიკო

"ჩვენ გვაქვს გამორჩეული და განსხვავებული თამაშის სტილი. ჩვენ ვესაუბრებით მოთამაშეებს, განვიხილავთ და ვუზიარებთ გრძნობებს იმის შესახებ, თუ როგორ ვითამაშოთ ხორვატიის წინააღმდეგ. მაგრამ ჩვენი მიზანი იგივე იქნება, რაც წინა თამაშებში. თამაშის ყოველ მომენტში ვეცდებით, კარგად ვითამაშოთ და გულშემატკივრებს იმედები გავუმართლოთ.

ეს გუნდი თამაშობს საკუთარი თავისთვის, ოჯახებისთვის, ხალხისთვის. ჩვენ სამუდამოდ მადლობელი ვართ გულშემატკივარის, რომელმაც უდიდესი ძალისხმევა გაიღო აქ ყოფნის პერიოდში. ვიმედოვნებთ, რომ მაქსიმუმს გავაკეთებთ და დრო გვიჩვენებს, რა მოხდება ამ მატჩში. რაც შეეხება ხორვატიას, მათ საკუთარი სათამაშო სტილი აქვთ და მის შეცვლას არ აპირებენ. ეს არ არის არც დაცვითი და არც შეტევითი სტილი. ისინი ყოველთვის ერთნაირად და ძალიან კარგად თამაშობენ. ძალიან კარგი მოთამაშეები ჰყავს და დიდი საფეხბურთო ტრადიციის მქონე გუნდია. ძალიან რთულ თამაშს ველით.

ძალიან რთულ მატჩს ველით ხორვატიასთან, რომელიც ნამდვილად ძალიან მებრძოლი გუნდია. თამაშობენ ისე როგორი ადამიანებიც არიან. ხორვატია უდიდესი გუნდია, რომელიც ეცდება, რომ თამაში გაგვირთულოს. წინა მსოფლიო ჩემპიონატთან შედარებით ჩვენ განსხვავებული ნაკრები ვართ, ამიტომ როგორი თამაშიც იყო 2018 წელს, ხვალინდელი თამაში სრულიად განსხვავებული იქნება". - ლიონელ სკალონი.

შეგახსენებთ, რომ არგენტინა - ხორვატიის ნახევარფინალური დაპირისპირება 13 დეკემბერს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

სხვა სტატიები