Belive

ლიონელ სკალონი: "კაბო ვერდე აქ შემთხვევით არ არის და პატივისცემას იმსახურებენ"

7 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ჩემპიონატის 1/16-ფინალური მატჩის წინ, არგენტინის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, ლიონელ სკალონიმ, პრესკონფერენციაზე ტურნირის მთავარ სენსაციაზე, კაბო ვერდეს ნაკრებზე ისაუბრა.

მიუხედავად იმისა, რომ მოქმედი ჩემპიონები აშკარა ფავორიტებად მიიჩნევიან, სკალონიმ მეტოქის მისამართით დიდი პატივისცემა გამოხატა და საკუთარ გუნდს სრული კონცენტრაციისკენ მოუწოდა.

„კარგ ფორმაში ვართ, მაგრამ ახლა შეცდომის დაშვების შესაძლებლობა მინიმალურია. ეს არის მატჩი, სადაც თუ წააგებ - ვარდები. ჩვენ ეს კარგად გვესმის. კაბო ვერდე კარგი გუნდია, მათ თამაშებს მანამდეც ვადევნებდით თვალს, როგორც პოტენციურ მეტოქეებს. გულახდილად რომ ვთქვა, მათი წარმატება არ გვიკვირს. ისინი აქ შემთხვევით არ არიან და მაქსიმალურ პატივისცემას იმსახურებენ.

ესპანეთთან და ურუგვაისთან შესაძლოა ცოტა გაუჭირდათ, მაგრამ კარგად დაიცვეს თავი. ისინი შესანიშნავად კეტავენ ცენტრალურ ზონებს და კონტრშეტევებზე ძალიან სახიფათო, ტექნიკური ფეხბურთელები ჰყავთ.

რა თქმა უნდა, ყველაფერი, რასაც ლეო აკეთებს, უფრო თვალშისაცემია, თუმცა ის ჩვენი თავდამსხმელია. ჩვენ ბევრ მომენტს ვქმნით და მნიშვნელობა არ აქვს, მესი ხულიან ალვარესთან ერთად ითამაშებს თუ ლაუტარო მარტინესთან, ჩვენი მიზანია, რომ გოლები ყველამ გაიტანოს." - ლიონელ სკალონი

არგენტინისა და კაბო ვერდეს 1/16-ფინალური დაპირისპირება 4 ივლისს, თბილისის დროით 02:00 საათზე აიღებს სტარტს.

მოქმედ მსოფლიო ჩემპიონებს 1/8-ფინალში გასვლის რეალური შანსი აქვთ.

სხვა სტატიები