ლიონელ მესის ჩემპიონობა ბარსელონამაც მიულოცა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
2022 წლის კატარის მსოფლიო ჩემპიონატი არგენტინის გამარჯვებით დასრულდა. ეს ყველაფერი კი, იმას ნიშნავს, რომ ლიონელ მესი მისთვის საოცნებო ტიტულს კარიერაში პირველად დაეუფლა. 35 წლის ფეხბურთელმა სოციალურ ქსელში უკვე უამრავი მილოცვა მიიღო. აღსანიშნავია, რომ არგენტინელი მისმა ყოფილმა გუნდმა "ბარსელონამაც" არ დაივიწყა და გამარჯვება მიულოცა.
შეგახსენებთ, რომ ლეო მესიმ 21-წლიანი თანამშრომლობის შემდეგ, კონტრაქტის დეტალებზე ვერ შეთანხმების შედეგად, "ბარსელონა" თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვა.