Belive

დე ბრუინეს ტრავმა მძიმე აღმოჩნდა - ბელგიელი 2026 წლამდე ვერ ითამაშებს

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

იტალიის სერია A-ს მე-8 ტურის ცენტრალურ მატჩში, ნაპოლიმ ინტერს უმასპინძლა და 3:1 გაიმარჯვა. შეხვედრაში გატანილი პირველი გოლის ავტორი კევინ დე ბრუინე გახდა, რომელმაც 33-ე წუთზე თერთმეტმეტრიანი ზუსტად შეასრულა.

პენალტის დარტყმის მომენტში დე ბრუინემ ბარძაყის კუნთი დაიზიანა და მოედანი იძულებით დატოვა - მოგვიანებით ჩატარებული გამოკვლევებით კი დადგინდა, რომ ტრავმა გაცილებით უფრო მძიმეა. ნაპოლის მიერ ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციით, ბელგიელი ვარსკვლავი მოედანზე დაბრუნებას 2026 წლამდე ვერ შეძლებს - დე ბრუინეს რეაბილიტაციისთვის 3 თვე დასჭირდება.

შეგახსენებთ, რომ კევინ დე ბრუინე ნაპოლის გასულ ზაფხულს შეუერთდა - მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ჩატარებულ 11 მატჩში, ბელგიელმა 4 გოლის გატანა შეძლო.

სხვა სტატიები