Belive

ლიგა 2-ს საუკეთესო ბომბარდირი და ეფექტური მარცხენა მცველი - საბურთალომ ორი ფეხბურთელი დაიმატა 

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
საქართველოს 2018 წლის ჩემპიონმა "საბურთალომ" ახალი სეზონისთვის მზადება აქტიურად დაიწყო და გუნდის გაძლიერებას ხელი უკვე მოკიდა. უკვე შედგა პირველი ტრანსფერები, რომლის შესახებაც კლუბის ოფიციალურმა გვერდმა გვაცნობა. ცნობილია, რომ 2021 წლის სეზონიდან "საბურთალოს" ღირსებას ეროვნული ლიგა 2-ს საუკეთესო ბომბარდირი, თომა ტაბატაძე დაიცავს, რომელიც ბოლოს "რუსთავში" ირიცხებოდა და დასრულებულ გათამაშებაში 13 გოლის გატანა მოახერხა. "საბურთალოს" მატება აქვს დაცვაშიც, სადაც გუნდმა მარცხენა მცველი გიორგი ლაცაბიძე დაიმატა. 25 წლის ფეხბურთელმა 2020 წელი გორის "დილაში" გაატარა და საკმაოდ ეფექტურიც გახლდათ. მის აქტივში 12 ჩატარებულ შეხვედრაში 3 საგოლე გადაცემა და სწორედ "საბურთალოს" კარში გატანილი გოლია. ლევან კორღალიძის გუნდმა წინა სეზონში 27 ქულა დააგროვა და მეხუთე პოზიცია დაიკავა. ბოლო წლების ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი კლუბი 2021 წლის სეზონში ევროსარბიელს მიღმა დარჩა.

სხვა სტატიები