Belive

ლიდსთან მარცხის შემდეგ, ლივერპულის გულშემატკივრები ერთ-ერთი ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებას ითხოვენ

7 საათის წინ ფეხბურთი
2 წთ

გუშინ ლივერპულსა და ლიდს შორის, ამხანაგური მატჩი გაიმართა. მერსისაიდელებმა, რომლებიც პირველი ტაიმის შემდეგ, 2:0 იგებდნენ, შეხვედრის მეორე ნახევარში 4 გოლი გაუშვეს და შეხვედრა 4:2 წააგეს. ლივერპულელთაგან, გოლები ლუკ ჩემბერსმა და ფლორიან ვირცმა გაიტანეს. ლიდსის მხრიდან კი, მეტოქეთა კარი ბრენდენ აარონსონმა, შონ ლონგსტაფმა და დომინიკ კალვერტ-ლუინმა აიღეს.

მეორე ტაიმში ნაჩვენები სუსტი თამაშის შემდეგ, ლივერპულის გულშემატკივრები ძალიან იმედგაცრუებულები იყვნენ და საკმაოდ მწვავე კრიტიკითაც გამოირჩნენ მერსისაიდელთა ნახევარმცველის, კურტის ჯონსის თამაშის მიმართ. მათი აზრით, ჯონსს გარკვეული პასუხისმგებლობა ეკისრება ლიდისის მესამე და მეოთხე გოლზე, სადაც 25 წლის ფეხბურთელს, დასწრებაზე, ჯერ შონ ლონგსტაფმა, ხოლო შემდეგ, დომინიკ კალვერტ-ლუინმა აჯობა. მატჩის შემდეგ, ჯონსის მისამართით რამდენიმე გულშემატკივრის განცხადება გახდა ცნობილი.

"კურტის ჯონსი ძალიან გადაფასებული და საშუალო დონის ფეხბურთელია. ბურთს ზედმეტად აყოვნებს. ხვალვე გაყიდეთ".

"მისი თამაშისადმი დამოკიდებულება საშინელი იყო. გაყიდეთ რაც შეიძლება მალე და რაც შეიძლება კარგ ფასად".

"კურტის ჯონსმა უბრალოდ უნდა დატოვოს კლუბი. ის ძალიან ქაოტურად თამაშობს და კონცენტრაციაც დაკარგული აქვს. სერია A მისთვის უფრო შესაფერისი იქნება". - აღნიშნავდნენ გულშემატკივრები.

ლივერპულს, ამ კვირაში, ვირჯილ ვან დაიკი, კოდი გაკპო, ალისონ ბეკერი და ახალწვეული ვიქტორ მუნიოსი შეუერთდებიან. მსოფლიო ჩემპიონატის ფინალში მოთამაშე ალექსის მაკალისტერს კი დასვენებისთვის, უფრო მეტი დრო მიეცა.

პრემიერ ლიგის ახალი სეზონის დაწყებამდე, მერსისაიდელები, მონაკოსა და კომოს წინააღმდეგ, კიდევ ორ ამხანაგურ მატჩს გამართავენ. პრემიერ ლიგის 2026/27 წლის სეზონს კი, 23 აგვისტოს, ნიუკასლთან მატჩით გახსნიან.

სხვა სტატიები