Belive

ლიამ გალაჰერი სტეფან სავიჩს მოკვლით ემუქრება

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ლიამ გალაჰერი სკანდალური განცხადებების გაკეთებას ერიდება, თუმცა სტეფან სავიჩის ქმედებების შედეგად აღშფოთებულმა ვარსკვლავმა, დუმილი დაარღვია. UEFA-ს ჩემპიონთა ლიგის 1/4-ფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრა, რომელშიც "ატლეტიკო" "მანჩესტერ სიტის" დაუპირისპირდა, საკმაოდ დაძაბული გამოდგა. განსაკუთრებიტ აქტიურობდა სტეფან სავიჩი, რომელმაც "სიტის" ფეხბურთელებთან ომი გააჩაღა. ყველაფერი სავიჩისა და ფილ ფოდენის ინციდენტით დაიწყო. "ატლეტიკოს" მცველმა ჩათვალა, რომ ტრავმირებული ფილ ფოდენი დროის გაყვანას ცდილობდა და მისი მოედნიდან "გათრევა" გადაწყვიტა, რათა მატჩი დროულად განახლებულიყო. ფილ ფოდენის დაცვა ჯეკ გრილიშმა გადაწყვიტა. გრილიშსა და სავიჩს შორის დაწყებული დაპირისპირება კი მატჩის შემდეგაც გაგრძელდა - საბოლოოდ ფეხბურთელების გაშველება სამართალდამცველებმა შეძლეს. სტეფან სავიჩის ქმედებებს პოპულარული მუსიკალური ჯგუფის ყოფილი ვარსკვლავი - ლიამ გალაჰერი გამოეხმაურა, რომელიც სავიჩს, Twitter-ზე განთავსებულ პოსტში მოკვლით დაემუქრა. მოგვიანებით გალაჰერმა პოსტი წაშალა.
Untitled

სხვა სტატიები