Belive

ლევერკუზენის სპორტული დირექტორი: "ხაბი ალონსო ჩვენთან დარჩება"

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლევერკუზენის "ბაიერის" სპორტული დირექტორი სიმონ როლფესი დარწმუნებულია, რომ მიუხედავად "ლივერპულის" ინტერესისა, აბი ალონსო გუნდში შემდეგ სეზონშიც დარჩება.

"დიახ, ამაში დარწმუნებული ვარ. ერთ-ერთი მიზეზი კონტრაქტია, მეორე კი ის, თუ რამდენად კომფორტულად გრძნობს თავს. მან იცის, რომ ძალიან კარგი გუნდი ჰყავს და მომავალ წელსაც მშვენიერი პერსპექტივები გვექნება.

ყველა ეს ნიუანსი მწვრთნელსაც და ფეხბურთელებსაც დარჩენისკენ უბიძგებს", - თქვა 42 წლის სპეციალისტმა, რომელიც 2018 წლიდან გუნდის სპორტულ მიმართულებას ხელმძღვანელობს.

ბუნდესლიგას "ბაიერი" 21 ტურის შემდეგ წაუგებლად და 55 ქულით ლიდერობს, ხოლო მიუნხენის "ბაიერნს" 5 ქულით უსწრებს. რაც შეეხება ევროპულ ტურნირებს, აქ "ბაიერი" ევროპა ლიგის მერვედფინალშია გასული და თავის მეტოქეს ელოდება.

ხაბი ალონსომ "ლივერპულში" 2004-09 წლებში ითამაშა, 210 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 18 გოლი გაიტანა, 20 საგოლე პასი გააკეთა, უეფას ჩემპიონთა ლიგა, ევროპის სუპერ თასი, ინგლისის ასოციაციის თასი და სუპერ თასი მოიგო.

სხვა სტატიები