Belive

,,ლევერკუზენი თუ ატლეტიკო? კარგი იქნება თუ მოგზაურობა არ მოგვიწევს'' - მბაპე

2 დღის წინ ფეხბურთი
1 წთ

მადრიდის ,,რეალის'' თავდამსხმელმა, კილიან მბაპემ, ,,მანჩესტერ სიტისთან'' მოგებული მატჩი შეაფასა.

ფრანგ ფეხბურთელს ,,სამეფო კლუბის'' სავარაუდო მეტოქეებზეც ჰკითხეს:

,,ყოველთვის ვამბობდი, რომ აქ უბრალოდ ოცნების ასასრულებლად არ მოვსულვარ. მინდა, რომ კარგად ვითამაშო და ეპოქის ნაწილი გავხდე. რაც შეეხება მიზნებს, საკუთარ თავს ლიმიტებს არ ვუწესებ. ჩემი კარიერის განმავლობაში ხშირად იყო ისეთი სეზონები, როცა ბევრი გოლი გავიტანე, მაგრამ ტიტულის მოგება ვერ შევძელი. თუ გოლების გატანასაც შევძლებ და თასების აწევასაც, ნება მომეცით, ამაზე ხელი ახლავე მოვაწერო...

იყო თუ არა ეს ჩემი საუკეთესო მატჩი რეალში? ვფიქრობ, ეს მე არ უნდა გავაანალიზო. აქ მოედანზე გასასვლელად და სათამაშოდ ვარ.

ატლეტიკო თუ ლევერკუზენი? სიმართლე გითხრათ, მირჩევნია, რომ ატლეტიკოს შევხვდეთ. ორივე დიდი გუნდია და ნებისმიერ შემთხვევაში რთული მატჩები გველის. თუმცა, ჩვენთვის გაცილებით უკეთესი იქნება თუ შემდეგ ეტაპზე მოგზაურობა არ მოგვიწევს, ისედაც იმდენს ვმოგზაურობთ...'' - კილიან მბაპე

ჩემპიონთა ლიგის პლეი-ინის ორმატჩიან დაპირისპირებაში ,,რეალმა'' ,,მანჩესტერ სიტი'' 6:3 დაამარცხა და მერვედფინალში გავიდა.

,,სამეფო კლუბის'' მეტოქე მომდევნო ეტაპზე ,,ატლეტიკო'' ან ,,ლევერკუზენი'' იქნება, წილისყრა პარასკევს გაიმართება.

სხვა სტატიები