ლევანტესა და ვილიარეალის მატჩი ძლიერი წვიმის გამო გადაიდო
ესპანეთის ლა ლიგის მე-16 ტურის შეხვედრა, რომელიც ლევანტესა და ვილიარეალს შორის უნდა გამართულიყო, ძლიერი წვიმის გამო გადაიდო, ინფორმაციას ესპანეთის ფეხბურთის ფედერაცია აქვეყნებს. როგორც ცნობილია, მეტეოროლოგიურმა სააგენტომ ქალაქ ვალენსიაში დღეს ძლიერი წვიმა იწინასწარმეტყველა და ესპანეთის სახელმწიფომ საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.
მატჩის ჩატარების ახალი თარიღი ჯერჯერობით უცნობია, მაგრამ ფეხბურთის ფედერაციის ინფორმაციით ზუსტი დრო უახლოეს პერიოდში ჩაინიშნება.
🚨 𝗔𝗽𝗹𝗮𝘇𝗮𝗱𝗼 el @LevanteUD - @VillarrealCF tras los avisos de alerta roja por fuertes lluvias.
— RFEF (@rfef) December 14, 2025
🔗 https://t.co/TSdGETAd5Z pic.twitter.com/3ovXetU5Xa
შეგახსენებთ, რომ ვილიარეალი ლა ლიგის ცხრილში 35 ქულით მე-3 ადგილზეა (11 მოგება, 2 ფრე, 2 მარცხი).
გიორგი მიქაუტაძეს მიმდინარე სეზონის ყველა ტურნირზე 6 გოლი და 2 საგოლე გადაცემა უფიქსირდება.