Belive

ლევანტეს დირექტორი: "ევრო 2024-ის შემდეგ მივხვდით, რომ ქოჩორაშვილის გაყიდვა შეგვეძლო"

1 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლევანტეს" დირექტორმა, ფელიპე მინამბრესმა, დაასახელა ის პარამეტრები, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს გიორგი ქოჩორაშვილის ზაფხულში გაყიდვაზე. 5,5 მილიონ ევროს, პლუს 1,5 მილიონი ევროს ბონუსები დამაკმაყოფილებელი იქნება, თუ გიორგი ქოჩორაშვილის შეძენას მოინდომებენ. „ჩვენ შევეცდებით უფრო მეტი სარგებელი მივიღოთ, თუმცა ეს პარამეტრებიც მისაღებია" - აღიარა მან.

ქოჩორაშვილის შემთხვევაში მივხვდით, რომ ევროს შემდეგ მისი გაყიდვა შეიძლებოდა და ეს არ მოხდა, რაც ყველასთვის გასაკვირი იყოო. ამის შემდეგ ჩვენ მას წინადადება გავუგზავნეთ, მაგრამ მე მესმის, რომ ჩვენი წინადადებები ჯერ კიდევ არ არის ის, რისი მოლოდინიც მოთამაშეებს აქვთ.

მისგან და აგენტისგან ახალი წინდადების თაობაზე პასუხი არ გვქონია. ამ დროისთვის დასრულებული არაფერია, ამიტომ ვერაფერს დავადასტურებთ. თუ ხელშეკრულება გაჩნდა, დაე, გაფორმდეს. - განაცხადა ფელიპე მინამბრესმა

ქოჩორაშვილს ლევანტესთან ხელშეკრულება 2027 წლის ზაფხულამდე აკავშირებს. ნახევარმცველმა მიმდინარე სეზონში სეგუნდა დივიზიონის 20 მატჩში ითამაშა, გაიტანა 5 გოლი და 3 საგოლე გადაცემა გააკეთა.

სხვა სტატიები