Belive

"ლევანტემ შესაძლოა გიორგი ქოჩორაშვილი გაყიდოს" - ესპანური მედია

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ქართველი ნახევარმცველი გიორგი ქოჩორაშვილი, რომელიც ამჟამად ესპანურ "ლევანტეში" თამაშობს, შესაძლოა ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დროს გუნდმა გაყიდოს. ამ ინფორმაციას ესპანური გამოცემა ondacero აქვეყნებს, ქოჩორას გარდა კიდევ რამდენიმე ფეხბურთელის გუნდიდან გაშვებაზეა საუბარი, რადგან როგორც წყარო იტყობინება გუნდში ფინანსური პრობლემებია და ამის აღმოფხვრას ფეხბურთელების გაყიდვით შეეცდებიან.

"ლევანტეს" ყოფილი პრეზიდენტის კიკო კატალანის მიერ დატოვებული მემკვიდრეობა, გუნდს აიძულებს ბიუჯეტის დაბალანსებას და ამის ერთ-ერთი გზა რამდენიმე ფეხბურთელის გაშვებაა, ესპანური კლუბის ვალი 100 მილიონ დოლარს აღემატება. - ესპანური გამოცემა

"ლევანტეს" სპორტული დირექტორი ფელიპე მინიამბრასი გუნდში არსებულ ვითარებას ეხმაურება:

ჩვენ გვაქვს რამდენიმე ოპერაცია, რომელთაც იმედია მალე დავასრულებთ. დღეს გუნდში არიან ფეხბურთელები, რომელთა მიმართაც ინტერესი დიდია, ესენი არიან: ფაბრიციო, ქოჩორაშვილი და პაბლო მარტინესი. ჩვენ გვინდა ეს ყველაფერი გავაკეთოთ იმიტომ, რომ გუნდის შემოსავალი გაიზარდოს და ეკონომიკური მდგომარეობა დასტაბილურდეს. გიორგი ქოჩორაშვილი საქართველოს ეროვნულ ნაკრებთან ერთად ევროპის ჩემპიონატზე იასპარეზებს და ტურნირის მეშვეობით შესაძლოა მისი ფასი უფრო გაიზარდოს, უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ ქართველი ფეხბურთელით რამდენიმე კლუბი უკვე დაინტერესებულია. - ფელიპე მინიამბრასი - "ლევანტეს" სპორტული დირექტორი

სხვა სტატიები