Belive

ლევანტემ მნიშვნელოვანი მატჩი ვერ მოიგო - რა შეფასება დაიმსახურა ქოჩორაშვილმა?!

15 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლა ლიგა 2-ის მე-8 ტურის შეხვედრაში, "ლევანტესა" და "რეალ ოვიედოს" დაპირისპირება შედგა.

ვალენსიაში გამართული არც ისე სანახაობრივი მატჩი, ფრედ 0:0 დასრულდა. გიორგი ქოჩორაშვილმა "ლევანტეს" შემადგენლობაში შეუცვლელად ითამაშა.

"ლევანტეს" ქართველი ლეგიონერის თამაში, flashscore-მ 6.8 ქულით შეაფასა, sofascore-მ ქოჩორაშვილი ასევე 6.8 ქულით შეაფასა.

ლა ლიგა 2-ის მე-9 ტურში, "ლევანტესა" და "რასინგის" დაპირისპირება შედგება. მატჩი 13 ოქტომბერს, 18:15 საათზე გაიმართება.