"იამალის ჟესტი არ მომეწონა და ამის შესახებ ვუთხარი კიდეც" - გიორგი ქოჩორაშვილი
9 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
გუშინ ბარსელონა სევილიას ესტუმრა, სადაც კატალონიურმა კლუბმა 1:3 გაიმარჯვა. მატჩის პირველ ტაიმში გიორგი ქოჩორაშვილსა და ლამინ იამალს შორის მცირე შელაპარაკება მოხდა, რომელიც თანაგუნდელებმა მალევე დააშოშმინეს და დიდ არეულობაში არ გადაზრდილა.
მატჩის შემდეგ ქართველმა ფეხბურთელმა აღნიშნული ეპიზოდი გაიხსენა და მედიასთან კომენტარი გააკეთა:
ვამაყობ ჩემი გუნდით, ვიბრძოლეთ, მაგრამ ჩვენს წინააღმდეგ ძალიან ძლიერი მოწინააღმდეგე იყო. მეორე ტაიმში ძალიან გაგვიჭირდა, თუმცა შეგვიძლია თითოეული მოთამაშით ვიამაყოთ. არცერთ მომენტში თავი არ დაგვიზოგავს და ძალიან ძლიერ მეტოქეს ბრძოლა გავუჩაღეთ.
ლამინ იამალი შესანიშნავი ფეხბურთელია. მისი ჟესტი არ მომეწონა და ამის შესახებ ვუთხარი კიდეც, მას შენიშვნა არბიტრმაც მისცა. - გიორგი ქოჩორაშვილი - სევილიას ფეხბურთელი
Kochorashvili desvela qué ocurrió con Lamine Yamal
— DAZN Fútbol (@DAZNFutbol) September 19, 2026
"Vi un gesto que no me gustó" 🗣️#LALIGAenDAZN⚽ pic.twitter.com/pqFE5yIbPU
გიორგი ქოჩორაშვილმა ბარსელონას წინააღმდეგ თამაში ძირითადი შემადგენლობიდან დაიწყო და 68-ე წუთზე შეცვალეს.
სევილია ლა ლიგის ცხრილში 13 ქულით მე-5 პოზიციაზეა (4 მოგება, 1 ფრე, 2 მარცხი). მომდევნო შეხვედრას ქართველი ფეხბურთელის გუნდი 12 ოქტომბერს ლევანტეს წინააღმდეგ გამართავს.