Belive

ლევანდოვსკი: "იმედი მაქვს, რომ შემდეგ სეზონში მესის გვერდით ვითამაშებ..."

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

პოლონეთის ეროვნული ნაკრებისა და "ბარსელონას" ფორვარდმა - რობერტ ლევანდოვსკიმ, კლუბში სამომავლო გეგმებზე ისაუბრა და აღნიაშნა, რომ არსებობს დიდი შანსი იმისა, რომ შემდეგ სეზონში მან მესის გვერდით ითამაშოს.

"პირადად ჩემთვის მესი ბარსელონას ნაწილი სულ არის და იქნება. როგორც ვიცი, დიდი შანსია, რომ იგი აქ დაბრუნდეს და მის გვერდით მომიწიოს თამაში, როდესაც ეს ფაქტი გავიგე, წარმოუდგენლად გავბედნიერდი, რადგან მის გვერდით თამაში თითოეული ფეხბურთელის ოცნებაა.

მისი ადგილი ნამდვილად აქ არის, "ბარსელონაში". არ ვიცი, რა იქნება, მაგრამ დიდი იმედი მაქვს, მომავალ სეზონში ერთად ვითამაშებთ. ჩვენ ნამდვილად გვჭირდება ამ ტიპის ფეხბურთელი გუნდში..."

შეგახსენებთ, რომ რობერტ ლევანდოვსკი ლა ლიგის მიმდინარე სეზონის გათამაშების ბომბარდირია. პოლონელის ანგარიშზე 17 გატანილი გოლი და 6 საგოლე გადაცემაა.

სხვა სტატიები