ლევანდოვსკი ევრო 2024-ის პირველ შეხვედრას გამოტოვებს | პოლონეთის ნაკრებში ტრავმიანობაა
პოლონეთის ნაკრებში ტრავმიანობაა, მათ გუშინ თურქეთთან ამხანაგური მატჩი გამართეს, სადაც 3-მა ფეხბურთელმა ტრავმა მიიღო, ეროვნული ნაკრების ექიმმა იაცეკ იაროშევსკიმ კი აღნიშნულ ფეხბურთელებთან დაკავშირებით სამედიცინო დასკვნა წარადგინა.
პაველ დავიდოვიჩს ბარძაყის კუნთი დაეჭიმა, კაროლ სვიდერსკის კი ტერფის მყესის დაჭიმულობა აქვს და მნიშვნელოვანი დაზიანება არ გამოვლენილა. მკურნალობის შემდეგ დადგინდა, რომ ორივე მოთამაშე სრულად ვარჯიშს 3-4 დღეში დაუბრუნდება.
რაც შეეხება რობერტ ლევანდოვსკის მდგომარეობას, მან ბარძაყის ბიცეფსის კუნთი გაიწყვიტა, რაც ოფიციალურად ევრო 2024-ზე პირველი შეხვედრის გამოტოვებას ნიშნავს. ნაკრების ექიმი აღნიშნულ ფაქტზე აცხადებს, რომ: "ყველაფერს ვაკეთებთ იმისთვის, რომ რობერტმა მეორე მატჩში ავსტრიის წინააღმდეგ ითამაშოს".
Raport medyczny po meczu z Turcją:
— Łączy nas piłka (@LaczyNasPilka) June 11, 2024
W poniedziałkowy wieczór reprezentacja Polski rozegrała towarzyski mecz z Turcją. Przedstawiamy raport medyczny lekarza kadry narodowej Jacka Jaroszewskiego, dotyczący zawodników, którzy doznali urazów w tym spotkaniu.
– Dzisiaj w Enel–Med… pic.twitter.com/juwldKkHb7