Belive

ლევან კორღალიძემ იბერიას მთავარი მწვრთნელის პოსტი დატოვა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროტურნირებზე წარუმატებელი ასპარეზობა იბერიას მწვრთნელის ცვლილების მიზეზი გახდა - ლევან კორღალიძემ თანამდებობა დატოვა. ეს ინფორმაცია იბერია 1999-მა ოფიციალურად დაადასტურა.

ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, ლევან კორღალიძე იბერიას მთავარი მწვრთნელის პოსტს აღარ დაიკავებს. მასთან ერთად გუნდი დატოვეს მისმა ასისტენტებმა: ნიკოლოზ გუშარაშვილმა და არმაზ ჯელაძემ.

ლევან კორღალიძის ხელმძღვანელობით იბერიამ 2024 წელს საქართველოს ჩემპიონობა იზეიმა და ეროვნულ ლიგაში გუნდი ზედიზედ 30 თამაშში არ დამარცხებულა.

დიდ მადლობას ვუხდით ლევანს და მის გუნდს იბერიაში გატარებული პერიოდისთვის და წარმატებებს ვუსურვებთ მომავალ საქმიანობაში - ვკითხულობთ კლუბის განცხადებაში

კორღალიძე იბერიაში 2024 წელს დაბრუნდა და გუნდს ეროვნული ჩემპიონატი მოაგებინა. ჯერ ჩემპიონთა ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპიდან, შემდეგ კი კონფერენს ლიგის საკვალიფიკაციოდან გამოვარდნის შემდეგ, მხარეები ამ გადაწყვეტილებამდე მივიდნენ. საქართველოს საზოგადოებრივი არხის ინფორმაციით, იბერიას გია გეგუჩაძე ჩაიბარებს.

სხვა სტატიები