Belive

ლევან კობიაშვილი: "რეგულაციების დაცვით, გულშემატკივარს სტადიონზე დავუშვებთ"

3 წლის წინ ფეხბურთი
2 წთ
ქვეყანაში არსებული ეპიდ-მდგომარეობის შესახებ საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში საკოორდინაციო საბჭოს სხდომა შედგა, რის შემდეგაც სპეციალური ბრიფინგი გაიმართა, სადაც სიტყვით საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი და პარლამენტის დეპუტატი ლევან კობიაშვილი გამოვიდა. მისი განცხადებით, ახლო მომავალში, ეროვნული ლიგის მატჩებზე გულშემატკივარს დაუშვებენ. "როგორც მოგეხსენებათ, ბოლო ერთი თვეა, რაც საქართველოს საფეხბურთო ჩემპიონატი დაიწყო, ასევე გააქტიურდნენ სხვა სპორტის სახეობებიც, მაგრამ ეს ყველაფერი მაყურებლის დასწრების გარეშე ხდება. ამ საკითხთან დკავშირებით, გარკვეულ ეტაპზე, კონკრეტული სირთულეები დადგა. ჩვენი ხელისუფლების პირველი პრიორიტეტი არის ადამიანების ჯანმრთელობა და უსაფრთხოება, თუმცა ასევე ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ ზოგიერთი შეზღუდვა უნდა მოიხსნას.  დღევანდელ შეხვედრაზე ბატონ პრემიერ-მინისტრს და ასევე საბჭოს წევრებს მოვახსენე არსებული მდგომარეობა სტადიონებთან დაკავშირებით. უამრავმა ადამიანმა ნახა კადრები, რომ სტადიონის მიღმა გულშემატკივრები იკრიბებიან ვიწრო სივრცეში, რაც COVID19-ის გამო არსებული ვითარებიდან გამომდინარე და ასევე უსაფრთხოების გამო, სასიამოვნო ნამდვილად არ არის.  აქედან გამომდინარე, საკითხი დადგა გულშემატკივრების სტადიონებზე დაშვებასთან დაკავშირებით და სასიამოვნოა, რომ ძალიან პოზიტიური შედეგი მივიღეთ. უახლოეს დღეებში, პროტოკოლში ეს საკითხი გაწერილი იქნება. სასიხარულოა, რომ სტადიონზე გულშემატკივარს ვიხილავთ და ამისთვის ყველას მადლობას ვუხდით, მაგრამ ეს არ მოხდება ქაოტურად, ეს იქნება ყველა იმ სტანდარტის დაცვით, რომელსაც შესაბამისი რეგულაციები ითვალისწინებს. სტადიონის ტევადობიდან გამომდინარე, დისტანციურად შესაძლებელი იქნება გულშემატკივრის დაშვება. თუმცა ხაზი უნდა გავუსვათ იმ საკითხს, რომ ყველა ადამიანი ვალდებული და პასუხისმგებელი იქნება დაიცვას პროტოკოლით გათვალისწინებული მოცემულობა", - განაცხადა კობიაშვილმა.

სხვა სტატიები