Belive

ლესკოტი: "ბელინგემი მესის, რონალდუს, ჰოლანდსა და მბაპეს ერთად სჯობს..."

6 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და "სიტის" ვეტერანმა ფეხბურთელმა - ჯოლეონ ლესკოტმა, საინტერესო აზრი დააფიქსირა.

მისი მოსაზრებით, ჯუდ ბელინგემი ამ მომენტისთვის მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია და მესის, ჰოლანდს, რონალდუსა და მბაპეს ერთად აღებულს სჯობს.

"ჯუდი ამჟამინდელი მოცემულობით მსოფლიოს საუკეთესო ფეხბურთელია. "რეალში" გადასვლის შემდეგ იგი მოედანზე თავს საოცრად გრძნობს.

მის ასაკში ასეთი მაგარი არც მესი, არც მბაპე, არც რონალდუ და არც ერლინგ ჰოლანდი არ ყოფილან. ბელინგემი სამივე მათგანს ერთად აღებულს სჯობს....

თუ ჯუდი ასე გააგრძელებს, მაქსიმუმ 2-3 წელიწადში ოქროს ბურთს მოიგებს და ეს ინგლისურ ფეხბურთში ძალიან ბევრ რამეს შეცვლის."

- ჯოლეონ ლესკოტი

შეგახსენებთ, რომ ჯოლეონ ლესკოტი წლების განმავლობაში ისეთ პრემიერ ლიგურ კლუბებში თამაშობდა, როგორიცაა "ევერტონი", "სიტი", "ვესტ ბრომვიჩი", "ვულვზი" და ა.შ.

ამპლუით ცენტრალური მცველი, ინგლისის ეროვნული ნაკრების ღირსებასაც წლების განმავლობაში იცავდა, სადაც 26 მატჩი ჩაატარა და გოლის გატანა ერთხელ შეძლო.

სხვა სტატიები