L'Equipe: გიორგი მიქაუტაძე მეცში ბრუნდება
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ამსტერდამის ,,აიაქსის'' თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე სეზონის ბოლომდე იჯარით ,,მეცში'' ითამაშებს. ინფორმაციას L'Equipe ავრცელებს.
ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც ამსტერდამულმა გუნდმა 16 მილიონ ევროდ იყიდა, ,,აიაქსის'' შემადგენლობაში ადგილი ვერ დაიმკვიდრა და მიმდინარე სეზონში სულ 8 მატჩში ითამაშა.
როგორც L'Equipe წერს, მიქაუტაძე 29 დეკემბერს საფრანგეთში ჩაფრინდება და სამედიცინო შემოწმებას გაივლის.
23 წლის ფორვარდი ,,აიაქსში'' სწორედ ,,მეციდან'' გადავიდა, სადაც ამ სეზონში 3 შეხვედრა ჩაატარა და 2 გოლის გატანაც შეძლო.
ლიგა 1-ის 16 ტურის შემდეგ, ,,მეცი'' 16 ქულით სატურნირო ცხრილის მე-14 პოზიციაზეა.
🚨💣 GEORGES MIKAUTADZE DEVRAIT FAIRE SON RETOUR À METZ EN PRÊT ! 🔥🇱🇻
— Actu Ligue 1 (@ActuL1_) December 18, 2023
(@lequipe) pic.twitter.com/JVLbB2JMPm