Belive

ლეო მესის შემცვლელად პსჟ მაიკლ ოლისეს განიხილავს

11 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

როგორც მოგეხსენებათ,  ევროპული სპორტული მედია-საშუალებები  Agence France-Presse-ზე დაყრდნობით აქტიურად საუბრობენ იმის შესახებ, რომ ლიონელ მესი საკლუბო კარიერას საუდის არაბეთში გააგრძელებს. ირკვევა, რომ ლიონელ მესის დამატება “ალ-ჰილალს” სურს, რომელიც ლეო მესის მარადიული კონკურენტის, კრიშტიანუ რონალდუს “ალ-ნასრის” პრინციპული მეტოქეა, ამით კი ფეხბურთელების დაპირისპირება კვლავ აღდგება. როგორც მედიაში გავრცელებული ცნობებიდან ვიგებთ, ლიონელ მესისთან პირადი შეთანხმება მიღწეულია, კონტრაქტით გათვალისწინებული სრული ანაზღაურება კი 600 მილიონ ევროს მიაღწევს.

Daily Mail-ის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, "პსჟ" ლეო მესის შემცვლელად მაიკლ ოლისეს მოიაზრებს. ახალგაზრდა ფეხბურთელს საფრანგეთის 21 წლამდელთა ნაკრებში დებიუტი უკვე ჰქონდა. ოლისე პრემიერ ლიგაში ასპარეზობს და "კრისტალ პალასის" ღირსებას იცავს. ლონდონურმა კლუბმა ფრანგი შემტევი 2021 წელს 8 მილიონ ფუნტად შეიძინა. გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ინგლისური კლუბი ოლისეს გამოსასყიდ თანხად 60-70 მილიონ ფუნტს ითხოვს.

შეგახსენებთ, რომ მესის პარიზულ კლუბთან კონტრაქტი 30 ივნისს ეწურება. იმ შემთხვევაში თუ არგენტინელი ახალ ხელშეკრულებას არ დადებს გუნდთან, ლეო პარიზს თაფისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.

სხვა სტატიები