ლეო მესის მორიგი ინდივიდუალური ჯილდო გადაეცა
არგენტინის ეროვნული ნაკრების და "ინტერ მაიამის" ფეხბურთელს ლეო მესის კიდევ ერთი ინდივიდუალური ჯილდო გადაეცა. MARCA America-მ 37 წლის ლეგენდას ფეხბურთის ისტორიაში ყველაზე მეტი, 46 ტიტულის მოგების აღსანიშნად სპეციალური ჯილდო გადასცა.
ლეო მესიმ კარიერის განმავლობაში 46 გუნდური და 56 ინდივიდუალური ჯილდო მოიგო.
MARCA 1997 წლიდან ატარებს MARCA Legends Awards-ს ღონისძიებას. წინა წლების ცნობილი გამარჯვებულები იყვნენ: მაიკლ ჯორდანი, პელე, დიეგო არმანდო მარადონა, ტომ ბრედი, კრიშტიანუ რონალდუ, ფერნანდო ალონსო, პაუ გასოლი და რაფა ნადალი. ამ ჯილდოს მიზანია იმ ადამიანების აღიარება, ვინც ხელი შეუწყო სპორტის წინსვლას მთელ მსოფლიოში.
🚨 Ya es suyo
— MARCA (@marca) October 17, 2024
🏆 Leo Messi, Campeón de Campeones. El futbolista con más títulos de la historia. Insuperable pic.twitter.com/jlPnor9mbF