Belive

ლეო მესი: "შეჯიბრი მიყვარს, ფეხბურთით დღემდე ისე ვტკბები, როგორც ბავშვობაში"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიოს ყველა დროის ერთ-ერთმა საუკეთესო ფეხბურთელმა, ლიონელ მესიმ, რომლისგანაც გულშემატკივრები ოფიციალურ პასუხს ელიან, ითამაშებს თუ არა 2026 წლის მუნდიალზე, თქვა, რომ ფეხბურთისგან ისევ ბავშვურ სიამოვნებას იღებს.

"მიყვარს კონკურენცია, თამაში. ეს არის ის, რაც ბავშვობიდან მიყვარს და დღემდე ვტკბები, როგორც მთელი ცხოვრება. დღესაც იგივე ვნებას ვგრძნობ, მინდა მონაწილეობა მივიღო მატჩებში, დავეხმარო გუნდს, მაქსიმალურად ვითამაშო. ყოველთვის, როცა მოედანზე გავდივარ, მინდა გამარჯვება. შეჯიბრი მიყვარს, ვცდილობ, ეს გრძნობა ჩემს თანაგუნდელებს გადავცე და გავაგრძელებ მანამ, სანამ თავს კარგად და ფიზიკურად ძლიერად ვიგრძნობ", - ამბობს ლეო მესი.

8 ოქროს ბურთის მფლობელის გუნდი, ინტერ მაიამი MLS-ის გადათამაშების ზონაშია მოხვედრილი და ამერიკის შეერთებული შტატების ჩემპიონობისთვის იბრძვის. პლეიოფის საწყის ფაზაში ნეშვილთან ანგარიში თანაბარია (1:1), მესამე მატჩი კი 9 ნოემბერს, მაიამიში უნდა გაიმართოს. რეგულარულ გათამაშებაში მესიმ 29 გოლის გატანა და 19 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, რითაც საუკეთესო ბომბარდირი და ასისტენტი გახდა. პლეიოფში არგენტინელს 3 გოლი და 1 საგოლე პასი აქვს.

სხვა სტატიები