ხავი: "მესის ბარსელონაში დაბრუნება პირადად ლაპორტამ დაბლოკა"
4 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ბარსელონას ლეგენდარულმა ფეხბურთელმა და შემდგომში მწვრთნელმა, ხავი ერნანდესმა განაცხადა, რომ ჟოან ლაპორტამ განზრახ დაადო ვეტო ლიონელ მესის კლუბში დაბრუნებას. ეს 2023 წელს მოხდა, ლეოს უკვე მოგებული ჰქონდა მსოფლიო ჩემპიონატი და ძალიან სურდა ბარსელონაში დაბრუნება. მიუხედავად იმისა, რომ ლა ლიგამ, იმ ზაფხულს, რვაგზის ოქროს ბურთის მფლობელის ხელახალი კონტრაქტის გაფორმების ნებართვა მისცა, ლაპორტამ, სავარაუდოდ, ტრანსფერი დაბლოკა, რამაც გულშემატკივრების ოცნებები დაამსხვრია.
პრეზიდენტი სიმართლეს არ ამბობს. ლეოს დამატების უფლება ლა ლიგამ მოგვცა და ჩვენ ამაზე მწვანე შუქი გვქონდა. 2023 წლის იანვარში, მსოფლიო ჩემპიონატის მოგების შემდეგ, მესის დავუკავშირდი და მითხრა, რომ აღფრთოვანებული იყო დაბრუნების შესაძლებლობით და მეც ეს დავინახე. მარტამდე კონტაქტზე ვიყავით და ვუთხარი: „კარგი, როცა თანხმობას მომცემ, პრეზიდენტს ვეტყვი, რადგან ფეხბურთის თვალსაზრისით ამას კარგ ნაბიჯად მივიჩნევ“.
შემდეგ რა მოხდა? პრეზიდენტმა უარი განაცხადა. ლაპორტამ მითხრა, რომ თუ ლეო დაბრუნდებოდა, გასახდელში ომი დაიწყებოდა, რასაც ვერ დაუშვებდა. უეცრად ლეომ შეწყვიტა ჩემს ზარებზე პასუხის გაცემა, რადგან მეორე მხრიდან უთხრეს, რომ დაბრუნება შეუძლებელი იყო.
მართალია, რომ ამის გამო ლეოსთან ურთიერთობა გამიფუჭდა, მას ეგონა რომ ამ საქმეში გარეული ვიყავი და თავს მოტყუებულად გრძნობდა. ახლა ჩემსა და მას შორის ყველაფერი კარგადაა. - განაცხადა ხავიმ
შეგახსენებთ, რომ ჟოან ლაპორტა ისევ იღებს მონაწილეობას ბარსელონას საპრეზიდენტო არჩევენებში - ცნობილია, რომ მესი მხარს მის მოწინააღმდეგეს უჭერს.
Xavi : “Laporta es el que impidió que Messi volviera. Estaba todo hecho “ pic.twitter.com/azJ4rBIRbv
— TVMASPI (@sebas_maspons) March 8, 2026