ლეო მესი : საუდის არაბეთთან წაგებამ მიწაზე დაგვანარცხა, მაგრამ ჩვენ ყოველთვის ფავორიტები ვიყავით
ლეო მესიმ Disney Star - თან ინტერვიუში 2022 წლის მუნდიალის გამორჩეული მომენტები მიმოიხილა, მისი თქმით არგენტინა ჩემპიონატის დაწყებამდეც ფავორიტად ითვლებოდა და ეს მოცემულობა არც საუდის არაბეთთან მარცხის შემდეგ შეცვლილა :
კატარში ჩასვლის მომენტიდან ვიცოდით, რომ ტიტულის პრეტენდენტები ვიყავით. ამაზე საჯაროდ საუბარი არ გვინდოდა, მაგრამ გუნდში ყველას გვჯეროდა. საუდის არაბეთთან დამარცხებამ მიწაზე დაგვანარცხა, მაგრამ ამას არსებითად არაფერი შეუცვლია.
როცა მერვედფინალში ნიდერლანდები, ბრაზილია ან სხვა ტოპ გუნდი გხვდება, რა თქმა უნდა, მეტი პრობლემაა, მაგრამ ავსტრალიაც ძლიერი მეტოქე იყო. ამ ეტაპზე გასვლა უკვე ნიშნავს, რომ ყველაფერს სწორად აკეთებ.
- განაცხადა ლეო მესიმ Disney Star-თან
მესის ჰკითხეს ლევანდოვსკისთან დაკავშირებულ ინცინდენტზეც, პოლონეთსა და არგენტინას შორის ჯგუფის ბოლო მატჩში ლევანდოვსკი სამხრეთ ამერიკელს დაეჯახა, შემდეგ კი ხელი გაუწოდა, მესიმ ეს ჟესტი აშკარრად დააიგნორა და პოლონელ თავდამსხმელს ხელი არ ჩამოართვა :
მე მასზე გაბრაზებული ვიყავი, მაგრამ არა მოედანზე მომხდარი გაუგებრობის, არამედ იმის გამო, თუ რა განცხადებებსაც აკეთებდა ის მოედნის გარეთ. მე მისი ჟესტი დავაიგნორე, რადგან ამ მომენტში ძალიან ვნერვიულობდი. მე და ლევანდოვსკის ბევრჯერ გვისაუბრია ბარსელონაზე, როოგორც კლუბზე და როგორც ქალაქზე, ჩვენ შორის ყველაფერი კარგადაა - ლეო მესი
არგენტინის ნაკრების კაპიტანი იხსენებს, რომ ჩემპიონატის დაწყებამდე კრიტიკოსები შეუსაბამოდ უსამართლოები იყვნენ და გუნდზე ზედმეტი წნეხი მოდიოდა. მესის თქმით, მუნდიალის ტრიუმფით დასრულების შემდეგ ყველაფერი რადიკალურად შეიცვალა და ახლა ის არგენტინელების 95 ან სულაც 100%-ს უყვარს - ეს კი ყველაზე დიდი საჩუქარია, რაც შეიძლება ადამიანმა დაიმსახუროს.