ლეო მესი - პარი სენ ჟერმენის მთავარი სამიზნე!
4 წლის წინ
ფეხბურთი
2 წთ

2019 წელს, ნეიმარს კვლავ "ბარსელონაში" დაბრუნება სურდა, თუმცა ტრანსფერი არ განხორციელდა. მოგვიანებით ბრაზილიელმა ვარსკვლავმა აღნიშნა, რომ მისთვის საუკეთესო გადაწყვეტილება პარიზში დარჩენაა. ნეიმარის მტკიცებით, მოვლენები რადიკალურად შეიცვალა და იგი პარიზში ბედნიერია. ნეიმარმა ასევე აღნიშნა, რომ მესისთან ერთად ერთ კლუბში თამაში სურს.
"პარიზში ძალიან ბედნიერი ვარ. მოვლენები რადიკალურად შეიცვალა - მომავალ სეზონში კვლავ "პსჟ"-ში დარჩენა მსურს. იმედია კილიან მბაპეც იგივე სურს. ფანებს ჩვენი ამ გუნდსი ყოფნა სურთ", - აღნიშნა ნეიმარმა.მესის ტრანსფერის განსახორციელებლად პარიზელებმა პირველი ნაბიჯი უკვე გადადგეს და ნეიმართან კონტრაქტის გახანგრძლივებაზე შეთანხმდნენ. შემდეგ ეტაპზე პარიზელები მესის დარწმუნებას და მისთვის საუკეთესო პირობების შეთავაზებას შეეცდებიან.