Belive

ლეო მესი: "მწვრთნელობა არ მაინტერესებს"

1 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სანამ ლეო მესი კარიერის ბოლო ეტაპებს გადის, არ წყდება საუბრები იმაზე, თუ რას გააკეთებს არგენტინელი აქტიური სპორტიდან წასვლის შემდეგ. 38 წლის ასაკში, ლეო ისევ ფორმაშია და MLS-ის რეგულარულ სეზონში, ყველაზე მეტი გოლიც სწორედ მან შექმნა (20 გოლი და 17 საგოლე გადაცემა). 433-ის პოდკასტში, ფაბრიციო რომანოსთან ინტერვიუში, მესიმ საკუთარ მომავალთან დაკავშირებით ისაუბრა.

არ ვიცი, რისი გაკეთება მინდა მას შემდეგ, რაც ბუცებს ჩამოვკიდებ. ერთადერთი რაც შემიძლია ვთქვა ისაა, რომ მწვრთნელობა არ მაინტერესებს და არ ვისურვებდი ამ პოზიციაზე ყოფნას.

მე ვარ ადამიანი, რომელსაც დღევანდელი დღით უყვარს ცხოვრება, ამიტომ ახლა მხოლოდ ვარჯიშზე, თამაშსა და მოედანზე სიამოვნების მიღებაზე ვფიქრობ. - განაცხადა ლეო მესიმ 433-ის პოდკასტში

გასაკვირი არაა, რომ მესი მწვრთნელობაზე არ ოცნებობს, ის არასდროს ყოფილა ცნობილი როგორც გულღია პიროვნება ან ტაქტიკური გურუ, რომელიც მოედანზე საკუთარ გუნდს ორგანიზებას უწევს, თუმცა მესის არ გამოურიცხავს ფეხბურთის სფეროში მუშაობა. გასული წლის სექტემბერში, ლეომ არგენტინული 'ოლგას' ეთერში მსახიობ მიგე გრანადოსს უთხრა, რომ შესაძლოა დაარწმუნონ, რომ ოდესმე კლუბის ფუნქციენერად იმუშაოს - "მე მომწონს ყველაფერი, რაც ფეხბურთთან არის დაკავშირებული. მომწონს ბავშვებთან ყოფნა, სწავლება და შესაძლოა სპორტული დირექტორი ვიყო, მაგრამ არ ვიცი სად და როდის".

სხვა სტატიები