Belive

ლეო მესი კოპა ამერიკაზე სპეციალური ბუცებით ითამაშებს

2 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის კვალდაკვალ, კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საფეხბურთო ტურნირი იწყება - 21 ივნისს, 04:00 საათზე, კოპა ამერიკა არგენტინისა და კანადის დაპირისპირებით გაიხსნება.

ტურნირის მთავარ ფავორიტად მოქმედი მსოფლიო ჩემპიონი, არგენტინის საფეხბურთო ნაკრები ითვლება და გულშემატკივრები მოუთმენლად ელიან ლეო მესის მოედანზე ხილვას, რომელიც "ალბისელესტეს" მორიგი ტრიუმფისკენ გაუძღვება.

სპეციალურად კოპა ამერიკისთვის, სპორტული ეკიპირების მწარმოებელმა გერმანულმა გიგანტმა, ლეო მესის უნიკალური ბუცები დაუმზადა, რომლის პრეზენტაცია რამდენიმე საათის წინ შედგა. ლეო მესი კოპა ამერიკაზე adidas F50 "Triunfo Dorado"-თი ითამაშებს.

სხვა სტატიები